ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
ქუთაისის საკრებულოს წევრს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,, გიგა შუშანიას ქუთაისის მერიაში წერილობით უპასუხეს.დღეს გიგა შუშანიამ ანჯაფარიძის ქუჩაზე უკანონო ნაგავსაყრელის განთავსებაში ქალაქის მერი დაადანაშაულა.საპასუხოდ მერიამ განცხადება გაავრცელა.
"როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისში მიმდინარეობს წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია რომლის ანაფრეზი მასალაც ამდროისთვის კოლეჯ „იბერიას“ მიმდებარე ტერიტორიაზა დასაწყობებული და სამომავლოდ ისევ რეაბილიტაციის პროცესში იქნება გამოყენებული.
ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებ განცხადება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის თანახმად , ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმომადგენლობით, სამივლინებო, საოფისე და არასაფინანსო აქტივებთან დაკავშირებულ ხარჯებს 70 000ლარით შემცირდება. ამ ეტაპზე დაზოგილი თანხების ათვისება რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, ეს შესაძლოა იყოს სატრანსპორტო შეღავათების სუფსიდირება, ბაგა-ბაღების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა, ან საბინაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტები.
„პანდემიის პირობებში, ჩვენი მთავარი ორიენტირია, მოქალაქეთა საჭროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავება, ასევე ფინანსების მაქსიმალური მობილიზება, რათა შევძლოთ არსებულ გამოწვევეთან გამკლავება. დღეს ვიმსჯელეთ საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესაღებ. ამ ეტაპზე განიხილება საკრებულოს ხარჯების 70 000 ლარით შემცირების გადაწყვეტილება, ეს ეხება წარმომადგენლობით, სამივლინებო, საოფისე და არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებულ ხარჯებს. ამასთან ვმსჯელობთ თუ რა მიმართულებით მოხდება ამ თანხების ათვისება, გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა, ეს შეიძლება იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის სატრანსპორტო შეღავათების დაწესება, ბაგა-ბაღების მატერიალურ, ტექნიკური აღჭურვა ან საბინაი ინფრასტრუქტურის მიმართულება. “ -განაცხადა ირაკლი შენგელიამ
პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრი გიგა შუშანია, კერძო ნაგავსაყრელის მოწყობაში ქუთაისის მერს ადანაშაულებს.შუშანიამ ბრიფინგი ანჯაფარიძის ქუცაზე გამართა, სადაც მისი განცხადებით, ე.წ. მეორადი ასფალტი იყრება.
,,ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილია ნაგავსაყრელი. ასფალტი, რომელიც იღება ქალაქის მასშტაბით, აქ იყრება. ქუთაისის მერი, რომელიც დიდგულზეა ელემენტარულად ყვავილების გამყიდველების მიმართ, რომლებსაც ლუკმაპური შეაქვთ ოჯახში, თვალს ხუჭავს ამ უკანონობაზე,ზედამხედველობის სამსახური საერთოდ არ გამოჩენილა და უფრო მეტიც, სახეზე გვაქვს კორუფცია.კერძო სტუქტურები ასფალტის ანაფრეზს ყიდულობენ მერის და მერიი მაღალჩინოსნების ნებართვით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიყავით სწორი, როცა აღებ-მიცემობაზე ვსაუბრობდით ქუთაისის მერიაში და პროკურატურაშიც სარჩელი შევიტანეთ მერის წინააღმდეგ,, -განაცხადა გიგა შუშანიამ
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, ქუთაისი 2020 წელს შეუერთდა ბავშვზე მორგებული ქალაქების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივას. შესაბამისად, ქალაქის მერიაში შეიქმნა ახალი სტრუქტურა - ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. UNICEF-ის წარმომადგენლებმა ამ განყოფილებას კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.
" ქუთაისი გასული წლიდან ჩაერთო ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში . ეს გარკვეული სტანდარტების დაცვას და განვითარებას გვავალდებულებს. ჩვენ უკვე შევქმენით განყოფილება, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. ორი დღეა ქუთაისში სტუმრად იმყოფებიან საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლები. დღეს, მათთან ერთად, კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას. გუშინ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გასვლით სხდომაშიც მივიღე მონაწილეობა, სადაც განხილული იქნა ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები. ჩვენ სხვა დონორ ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობთ. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქუთაისში მაქსიმალურად გვქონდეს დაცული ბავშვთა უფლებები და მათ ცხოვრების და განვითარების უკეთესი პირობები შევუქმნათ" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
დღესვე, UNICEF-მა ბავშვზე მორგებული ქალაქის სამუშაო ჯგუფს ბავშვთა უფლებების განხორციელებისა და კეთილდღეობის სიტუაციური ანალიზის ანგარიშის მიგნებები წარუდგინა.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პარტია ,, თავისუფალი საქართველოს,, თანათავმჯდომარის ბრიფინგს ეხმაურება. პეტრე ადამაძემ განმარტა, რატომ გამოიყო ხარჯები ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციისთვის. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების მიწოდების დეცენტრალიზაციის მიზნით მიიღო, რომლის აუცილებლობა განსაკუთრებულად პანდემიის პირობებში გამოიკვეთა.
,,ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ერთეულები მოქალაქის სახელმწიფოსთან ურთიერთობის პირველი რგოლია და მოსახლეობა ძირითადად სწორედ მათ მიმართავს. ამასთან, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური სერვისების მიწოდების დეცენტრალიზაციის მიზნით ხდება მოქალაქეებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, რათა მათი მომსახურეობა მოხდეს ადაპტირებულ, მოწესრიგებულ და ტექნიკურად გამართულ გარემოში. ეს შენობები 2010-2011 წლებში აშენდა და მას შემდეგ არ შეკეთებულა. მოძველდა მათი როგორც გარე იერ-სახე, ასევე ინტერიერი. რაც შეეხება დასახელებულ რიცხვს, ნაცვლად 1 მლნ 600 000 ლარისა, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, რემონტისა და ასევე ახლის მშენებლობისთვის იხარჯება 225 000 ლარი. აქვე, კიდევ ერთხელ , არაერთგზის განვმარტავთ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიაზე იხარჯება 741 000 ლარი და ყველა ბენეფიციარის თერაპიის კურსი სრულად ფინანსდება მერიის მიერ"-განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, პეტრე ადამაძემ.
სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი…
ხუთშაბათი მარტი 28
In საზოგადოებასტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ…
ხუთშაბათი მარტი 28
In საზოგადოებადღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. …
ხუთშაბათი მარტი 28
In სხვა სიახლეები28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 30 მარტს კი გაწვიმდება. ქ. თბილისში…
ოთხშაბათი მარტი 27
In საზოგადოებაGiz -ის პროექტით „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“…
ოთხშაბათი მარტი 27
In საზოგადოება2012 წლიდან დღემდე ქვეყანა 800 ათასმა ადამიანმა დატოვა-ეს განცხადება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, იმერეთის პოლიტიკური საბჭოს…
სამშაბათი მარტი 19
In პოლიტიკაჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.…
ორშაბათი მარტი 11
In პოლიტიკაიმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სლოვაკეთის ელჩს საქართველოში, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. სლოვაკეთის ელჩი იმერეთში პირველად…
სამშაბათი თებერვალი 27
In პოლიტიკაპრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი შეგვახსენებს, თუ…
ორშაბათი თებერვალი 26
In პოლიტიკაპრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ მთავრობის ყველა წევრს დარჩენა შესთავაზა, თუმცა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ…
ხუთშაბათი თებერვალი 01
In პოლიტიკა