- პოლიტიკა
- გადასვლები: 753
გიგა შუშანიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა-აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, გაგა სანდუხაძის ინფორმაციით, გიგა შუშანიამ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა და დოკუმენტში კორუფციაზე არაფერი წერია.მისი თქმით, შიდა აუდიტის დასკვნაში, ნამდვილად არის საუბარი გარკვეულ ხარვეზებზე, თუმცა არა იმ მასშტაბის, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.როგორც მან განმარტა, ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა დაწყებულია.
,,აუდიტის ანგარიში საბოლოო სახით მომზადებულია გასული წლის დეკემბერში.ის, რომ დასკვნა იყო შენახული 6 თვის განმავლობაში , არის სიცრუე. ასევე გასული წლის დეკემბერში შეუდგა მუშაობას ქუთაისის მერი , რომელიც გუბერნატორის მოადგილის რანგში, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა საბინაო სამსახურის კონტროლს.ის , რომ დასკვნაში მოხსენიებულია სიტყვები კორუფცია, გაფლანგვა და ასე შემდეგ, სიცრუეა.მერის მიერ არ მომხდარა საკრებულოში წევრილის გაგზავნა, სადაც მითითებული იქნებოდა საბინაო სამსახურის მუშაობის დადებითად შეფასება. აქ საუბარი იყო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვის შეფასებაზე, რაც კანონით განსაზღვრული პროცესია. საბინაო სამსახურის მუშაობას რაც შეეხება, მითითებულია გარკვეულ ხარვეზებზე, რომელზეც გაცემულია რეკომენდაციები.,,-განაცხადა გაგა სანდუხაძემ