- საზოგადოება
- გადასვლები: 285
ქუთაისის მერია ბაკურიანში, ბანაკში მონაწილეობის მისაღებად კონკურსს აცხადებს
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 13 წლიდან -17 წლამდე ასაკის მოსწავლეთათვის, დაბა ბაკურიანში, საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად კონკურსს აცხადებს.
ბანაკი სამ ნაკადად გაიმართება.
პირველი ნაკადი- 2026 წლის 28 ივლისიდან 2 აგვისტომდე;
მეორე ნაკადი - 2026 წლის 2 აგვისტოდან 7 აგვისტომდე;
მესამე ნაკადი- 2026 წლის 7 აგვისტოდან 12 აგვისტომდე.
ბანაკის თემატიკაა: „მენტალური კეთილდღეობა და ემოციური ინტელექტი;პროფესიული ორიენტაცია;ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში; პროექტების წერა და გრანტების მოპოვება."
სააპლიკაციო ფორმის მიღება იწყება 3 ივლისს და დასრულდება 12 ივლისს.
ბანაკში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეების ტრანსპორტირებასა და სასტუმროში განთავსებას ქუთაისის მერია აფინანსებს.
ვრცლად ბმულზე
https://kutaisi.gov.ge/open_konkursebi/116
