- საზოგადოება
- გადასვლები: 2848
საქართველოს სამ რეგიონში ყოფილმა პატიმრებმა ბიზნეს საქმიანობის უფლება მოიპოვეს
პროექტში 460 ბენეფიციარი ჩაერთო.
პროექტში 460 ბენეფიციარი ჩაერთო.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, რომლის მიზანია, ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით.
,,გვაქვს შემთხვევები, რომ დღეს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ან ოჯახი, რომელსაც 2024 წელს შეძენილი აქვს 2024 წელს გამოშვებული ავტომობილი. სოც დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. ასევე ოჯახი, რომელსაც აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.
ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც, ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას ვერც ახლა და ვერც წარსულში. სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო რესურსები უნდა ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის.
გვაქვს შემთხვევები, რომ დღეს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ან ოჯახი, რომელსაც 2024 წელს შეძენილი აქვს 2024 წელს გამოშვებული ავტომობილი.
სოც დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. ასევე ოჯახი, რომელსაც აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.,,-საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე .
ფეისბუქ გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ინფორმაციას ავრცელებს.
,,ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება ლოზუნგით -„უგონო“ მიიღო.
გამოძახებაზე მისულ ექიმებს ადგილზე დახვდა იატაკზე მწოლი 50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მოქალაქე ზეწოლებს უტარებდა (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალბატონი რეანიმატოლოგი იყო, რომელიც ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრო).
პაციენტს საძილე არტერიაზე არ აღენიშნებოდა პულსი, ხოლო მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, სასწრაფოს ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პაციენტის მართვა პროტოკოლის მიხედვით. რეანიმაციული ღონისძიებების სრულყოფილად ჩატარების შედეგად აღდგა პაციენტის პულსი და სუნთქვა, რის შემდეგაც სასწრაფოს ბრიგადამ ფორსმაჟორით შეიყვანა ქ. ზესტაფონის ერთ-ერთ კლინიკაში.
ამ ეტაპზე მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს.,,-,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,,.
ჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა. ოჯახის წევრების გადმოცემით, მან მოულოდნელად შეუძლოდ იგრძნო თავი და სკამიდან გადმოვარდა. პაციენტი იყო კონტაქტური, ადეკვატური. მამაკაცი თავადვე მოუყვა ექიმს, რომ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა კლინიკაში, სადაც კორონარული სტენტირება გაიკეთა და მე-3 დღეა რაც სახლში დაბრუნდა. ფიზიკურად ზედმეტად დაიტვირთვის გამო კი თავი შეუძლოდ იგრძნო. ვინაიდან ანამნეზი საყურადღებო იყო, ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაციის შემდეგ ბრიგადის წევრებმა პაციენტის ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
კლინიკისკენ ტრანსპორტირების პროცესში მამაკაცმა ისევ დაკარგა გონება და მონიტორზე ფიბრილაცია დაფიქსირდა.
პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მოხდა გულის რითმის აღდგენა და მონიტორზე სინუსური რითმი დაფიქსირდა.
აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით პაციენტი საჩხერის კლინიკაში იქნა გადაყვანილი.
ინფორმაციას გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციისთ, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™️) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
ქუთაისში აცრის გაკეთება შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში არის შესაძლებელი:

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2 სექტემბერს, ქუთაისში, 11:00 სთ-დან, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის წინ, კოლონებთან, მასშტაბური სკრინინგ-აქცია იგეგმება.
ჩატარდება ც ჰეპატიტის, აივ შიდსის და ბ ჰეპატიტის სკრინინგი მობილური ლაბორატორიული ერთეულის გამოყენებით.
ამავე სივრცეში მოეწყობა ჰიპერტენზიის სკრინინგი და გაკეთდება ლაბორატორიული კვლევები გლუკოზის განსაზღვრის მიზნით.
ასევე, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით, 40 წელს ზევით ქალბატონებისთვის, ჩატარდება სკრინინგი .
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის…
შაბათი აპრილი 04
In საზოგადოება3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და…
პარასკევი აპრილი 03
In საზოგადოებააღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სასაფლაოებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სასუაფლაოსთან მისასვლელი…
პარასკევი აპრილი 03
In საზოგადოებაქუთაისის ცენტრალურ სკვერში არსებულ შენობაში განთავსდება სივრცე “ქუთაისი - საუნივერისტეტო ქალაქი”. ქუთაისის მერიისა და ქუთაისის…
პარასკევი აპრილი 03
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა…
პარასკევი აპრილი 03
In საზოგადოებაჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, რომლის მიზანია,…
პარასკევი თებერვალი 20
In ჯანდაცვაფეისბუქ გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ინფორმაციას ავრცელებს. ,,ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება…
ოთხშაბათი იანვარი 28
In ჯანდაცვაჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა.…
პარასკევი ნოემბერი 21
In ჯანდაცვაჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციისთ, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება…
პარასკევი ოქტომბერი 10
In ჯანდაცვასაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2 სექტემბერს, ქუთაისში, 11:00 სთ-დან, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის წინ, კოლონებთან, მასშტაბური სკრინინგ-აქცია …
ოთხშაბათი აგვისტო 27
In ჯანდაცვა