ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა ჟურნალისტმა იზაბელ მოდებაძემ გადაიღო.ჟურნალისტმა მე-15 უბანზე სიებით ხელში მყოფი ადამიანები დააფიქსირა.შეკრებილები გააღიზიანა კითხვამ, რა სიები ქონდათ და ვის ურეკავდნენ.აღნიშნულმა კითხვებმა კოორდინატორების გაღიზიანება გამოიწვია, რა დროსაც მათ ჟურნალისტზე თავდასხმა სცადეს. ,,რა თქვენი საქმეა,ახლავე დავრეკავ სადაც საჭიროა, გაეთრიეთ აქედან,,-ასე მიმართა სიებით ხელში მანქანაში მჯომმა ერთ-ერთმა ქალბატონმა on.ge-ის ჟურნალისტს.ამის შემდეგ იქვე მდგომმა მამაკაცმა ჟურნალისტს შეაგინა და ტელეფონის წართმევა სცადა.ვიდეო მასალას on.ge ავრცელებს.https://fb.watch/8YV-9WXbOJ/