ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა.თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში-483, იმერეთში-980, ქვემო ქართლში-296, შიდა ქართლში-222, გურიაში-122, სამეგრელო-ზემო სვანეთში-408, კახეთში-335, მცხეთა-მთიანეთში-130, სამცხე-ჯავახეთში-114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-19.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-126 904-მდე.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა.
6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში-1 267.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, იმერეთში-247. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან იმერეთში-45.
3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,აქედან 343-იმერეთში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, იმერეთში-28.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი, მათ შორის , იმერეთში-4 605.
იმერეთში კორონავირუსის 65 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა შორის არიან მოსწავლეები და მასწავლებლები.
,,გვქონდა ინფიცირების შემთხვევები წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში, ქუთაისის რამდენიმე სკოლაში, ტყიბულში იყო შედარებით მრავალრიცხოვანი შემთხვევა. ყველა სკოლა გადასულია ონლაინ სწავლების რეჟიმზე, ინფიცირებულთა ახლო კონტაქტები არიან კარანტინში.ჯერჯერობით ზომების გამკაცრების აუცილებლობა იმერეთში არ არის, ვინაიდან სიტუაციას ვაკონტროლებთ და უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს.,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში.
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, იმერეთის მასშტაბით 450 ადამიანი მკურნალობს , 1800 ადამიანი თვითიზოლაციაშია, 200 კი კარანტინში