ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამები
ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამები
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაო დაათვალიერა.
360 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში სრულად განახლდა საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები, ბიბლიოთეკა, კვების ბლოკი, სპორტული სივრცეები და ეზო.
შენობა უზრუნველყოფილია უსაფრთხოების, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ახალი სისტემებით.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ბესიკ გოფოძესთან ერთად, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს და მშობლებს შეხვდა.
შეხვედრაზე შეკრებილებს დეტალური ინფორმაცია გააცნეს სკოლის რეაბილიტაციის პროცესისა და სამუშაოების დასრულების ვადების შესახებ.

ასევე, გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად მიაწვდის სკოლის ადმინისტრაციას და მშობლებს. ამასთან, დაწესდება გაძლიერებული მონიტორინგი და კონტროლი, რათა პროექტი დადგენილ ვადებში, ხარისხის მოთხოვნების სრული დაცვით დასრულდეს.
შეხვედრაზე როგორც კონტრაქტორ, ისე საზედამხედველო კომპანიას მიეცა სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, მათ შორის, ორივე მათგანს დაევალა სამუშაოების შესრულების ტემპის დაჩქარება და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
გარდა ამისა, კონტრაქტორ კომპანიას სექტემბრის ბოლომდე მიეცა ვადა გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოს შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური განვითარების ფონდი განიხილავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების ამოქმედებას.

500 მოსწავლეზე გათვლილი თერჯოლის N1 საჯარო სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდს სარეაბილიტაციოდ გადაეცა 2024 წელს. სამუშაოს დასრულება 2026 წლის ბოლომდე იგეგმება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლაბორატორია, სპორტული სივრცეები და კეთილმოწყობილი ეზო. ასევე სრულად განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები და განხორციელდება ენერგოეფექტურობის ღონისძიებები.
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 21 სექტემბერს განახლდება.ინფორმაციას ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“ ავრცელებს.
გაცნობებთ, რომ 2026–2027 წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება 21 სექტემბერს.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყება 2 სექტემბრიდან და გაგრძელდება 11 სექტემბრის ჩათვლით.
ბავშვის ჩასარიცხად, თქვენ მიერ შერჩეულ ბაგა-ბაღში საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
ორი ფოტოსურათი (ფორმატი 3×4);
ჯანმრთელობის ცნობა;
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.,,-წერია ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ქუთაისში ფორმის შეძენა შეიძლება სარეალიზაციო პუნქტებში 11:00-დან 19:00 საათამდე,ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
№9 საჯარო სკოლაში — თამარ მეფის ქ. №51;
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის №32 საჯარო სკოლაში — ავტომშენებლის ქ. №2.
გაცემის პერიოდია 1–10 სექტემბერი.ღირებულება 95 ლარია.კომპლექტში შედის ერთი პიჯაკი და ორი შარვალი(ბიჭებისთვის), ერთი პიჯაკი,ერთი ქვედაბოლო და ერთი შარვალი (გოგონებისთვის).
II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში,ხოლო V და VI კლასების ფორმები ნოემბრის დასაწყისში.
,,საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია 6 კატეგორია, რომელთა მოსწავლეებსაც სასკოლო ფორმა სასწავლო წელიწადში ერთხელ უფასოდ გადაეცემათ:
მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვები;
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული მოსწავლეები;
თავშესაფრების მომსახურებაში ჩართული მოსწავლეები;
ბავშვთა სახლში განთავსებული მოსწავლეები;
უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს საჯარო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები.
ახალი სტატუსის მიღება
თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილება.
სარეალიზაციო პუნქტში ადგილზე გექნებათ შესაძლებლობა, ბავშვებს ფორმები მოაზომოთ და მათთვის ყველაზე კომფორტული ზომა შეარჩიოთ.
ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით — ტერმინალის საშუალებით ან შესაბამის კოდზე თანხის გადარიცხვით.
გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი.
ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.,,-ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
ფოტო-ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფეისბუქ გვერდი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
ჯამში, გამოცხადებული ტენდერების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 130 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტები მოიცავს ქუთაისში აფხაზეთის №5 და №24, თელავის №8 (შალაურის კორპუსი), ტყიბულის №6, ხონის №4, ბორჯომის №1, რუსთავის №16, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის , თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლისა და დაბა ჟინვალში მდებარე საჯარო სკოლებს.
პროექტების ფარგლებში განხორციელდება არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და მათი თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. სკოლებში გათვალისწინებული იქნება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების, სპორტული ინფრასტრუქტურის, სველი წერტილების, საინჟინრო ქსელებისა და უსაფრთხოების სისტემების განახლება. ასევე, საჭიროების შესაბამისად, მოეწყობა და კეთილმოეწყობა სკოლების გარე ტერიტორიები. სკოლები სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო…
ორშაბათი სექტემბერი 14
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკაპოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სუმოში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს…
ორშაბათი სექტემბერი 14
In სპორტისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა.განცხადება გეკა გელაძემ სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. ,,მივიღე…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკამიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა…
კვირა სექტემბერი 13
In საზოგადოებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის…
შაბათი სექტემბერი 12
In განათლებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ბესიკ…
ხუთშაბათი სექტემბერი 10
In განათლებაქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 21 სექტემბერს განახლდება.ინფორმაციას ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“ ავრცელებს. გაცნობებთ, რომ 2026–2027…
შაბათი აგვისტო 29
In განათლებაქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ქუთაისში ფორმის შეძენა შეიძლება სარეალიზაციო პუნქტებში 11:00-დან 19:00…
პარასკევი აგვისტო 21
In განათლებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.…
ორშაბათი აგვისტო 17
In განათლება