გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 232 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 460 კგ-ს გადააჭარბა.
ყველაზე მეტი - 96 ფაქტი გამოვლენილია იმერეთში. 83 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 63 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 52 - ქვემო ქართლში, 45 - კახეთში, 32 - შიდა ქართლში, 14 - გურიაში, 11 - აჭარაში, 10 - სამცხე-ჯავახეთში. 41 ფაქტი კი, გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 9 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 15 ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი.
