გელათის მონასტრის არქიმანდრიტს,იოსებ ბურჯანაძეს შაბათს 4 თებერვალს, გელათის მამათა მონასტერის ეზოში დაკრძალავენ.
გელათის მონასტრის არქიმანდრიტს,იოსებ ბურჯანაძეს შაბათს 4 თებერვალს, გელათის მამათა მონასტერის ეზოში დაკრძალავენ.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის ინფორმაციით, დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე.
მამა იოსები გელათის მონასტრის სტუმრების სენაკში გაჩენილი ხანძრისგან 16 იანვარს მძიმედ დაშავდა.ის თავდაპირველად ქუთაისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა,რამდენიმე დღეში კი თბილისში გადაიყვანეს.მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ ფასდებოდა.მამა იოსების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინება.
ისტორიული კვლევების მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში შემოვიდა, თუმცა დროთა განმავლობაში მრევლი შემცირდა და გაიზარდა კერპთაყვანისმცემელთა რიცხვი. სწორედ ამიტომ, მეოთხე საუკუნეში, წმინდა ნინო უფალმა საქართველოში მოავლინა, რისი შედეგიცაა ის, რომ 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. წმინდანი საქართველოში, დაახლოებით 323 წელს, ჯავახეთიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმინდა ნინოს ხსენებას მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს: 1 ივნისს–მისი საქართველოში შემოსვლისა და 27 იანვარს – გარდაცვალების დღეს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.
საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.
ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.
“ფლანგვის დეტექტორმა” საწვავისა და ავტომობილების მოვლა-შენახვის ხარჯების შესახებ 9 მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია. ყველაზე მეტი საწვავი…
პარასკევი თებერვალი 03
In საზოგადოებაქუთაისში ტრანსპორტის საფასურის გაზრდას უარყოფითად აფასებს ოპოზიცია. საკრებულოს წევრის," ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წარმომადგენლის თედო…
პარასკევი თებერვალი 03
In პოლიტიკადღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე მე-7 სხდომაზე რამდენიმე საკითხი დაამტკიცა.მათ შორის დეპუტატებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის…
პარასკევი თებერვალი 03
In პოლიტიკაქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაიზარდა. გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.ამიერიდან ე.წ. ,,ლურჯი ავტობუსებით,, გადაადგილება…
პარასკევი თებერვალი 03
In პოლიტიკაქუთაისის მერია , დავით აღმაშენებლის მოედანზე მუზეუმის ყოფილი შენობის რეაბილიტაციათან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. "ქუთაისის ცენტრალურ…
ხუთშაბათი თებერვალი 02
In საზოგადოებაგელათის მონასტრის არქიმანდრიტს,იოსებ ბურჯანაძეს შაბათს 4 თებერვალს, გელათის მამათა მონასტერის ეზოში დაკრძალავენ. დილით საღვთო ლიტურგია…
სამშაბათი იანვარი 31
In რელიგიაქუთაის-გაენათის ეპარქიის ინფორმაციით, დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. მამა…
ორშაბათი იანვარი 30
In რელიგია27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინება.ისტორიული…
პარასკევი იანვარი 27
In რელიგიამართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება…
ხუთშაბათი იანვარი 19
In რელიგიაქუთაის-გაენათის ეპარქია გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის და არქიმადრიტ იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.…
ორშაბათი იანვარი 16
In რელიგია