სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ბიზნესოპერატორს იმერეთში საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
იმერეთში, (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჯ. (მისამართი: წყალტუბო, სოფელი სორმონი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, უკანონოდ ახორციელებდა ფრინველის დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.
