ქუთაისში , 19-ე საჯარო სკოლის შენობაში მდებარე საარჩევნო უბანზე ,,ტვ პრესის,, ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც გიგა გელხვიიძე საინფორმაციო სააგენტო ,,აქტორთან,, საუბრისას აცხადებს, ის მეთოთხმეტე საარჩევნო უბანზე დარღვევის გადასაღებად მივიდა,მას ქონდა ინფორმაცია, რომ ,,ქართული ოცნების,, კოორდინატორების მიერ ხდებოდა ფულის დარიგება.ჟურნალისტი და ოპერატორი კადრების გადაღებას ცდილობდნენ, რამაც იქ მყოფი ადამიანების გაღიზიანება გამოიწვია.ჟურნალისტის თქმით, მან დააფიიქსირა სიები, სადაც იყო მითითებული კონკრეტული ადამიანების პირადი მონაცემები. როგორც გელხვიიძე ყვება, აღნიშნული სიების წართმევა მოახერხა, რასაც დაპირისპირება მოყვა.ჟურნალისტს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
,,ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს.შეეცადნენ ასევე დაეზიანებინათ ოპერატორის ინვენტარი,არ უნდოდათ გაგვეშუქებინა რა ხდებოდა კონკრეტულ უბანზე.,,-აცხადებს გიგა გელხვიიძე.