15 საათისთვის ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა 29,72%-ია,ხმა ჯამში ამ დროისთვის 45 691 ადამიანმა მისცა.
პირველ ტურზე ეს მონაცემები 28,9% იყო.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის განცხადებით, სულ შესულია 4 საჩივარი, ოთხივე პროცედურულ დარღვევებზე.