სულ ცოტა დრო დარჩა გამარჯვებამდე-ეს განცხადება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ქუთაისის მერობის კანდიდატმა მორიგ ბრიფინგზე გააკეთა.
,,.მე მინდა კონკრეტული ადამიანები გავაფრთხილო,ნუ ჩადიან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.გამარჯვება არის ძალიან ახლოს.ნუ დარჩებით სახლში, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა.ყველანი უბნებზე, ყველანი ხმების დასაცავად.95-ე, 91-ე, 86 -ე, 33-ე საარჩევნო უბნებზე სპეციალურად დანიშნული ადამიანები მიდიან კარუსელებისთვის.ამ ადამიანებს აქვთ ხელზე გაკეთებული სპეციალური ნიშნული და მათ აღარ ატარებენ მარკირებას.უკანონო ქმედებაში ჩართულია რამოდენიმე სსაჯარო მოხელე და მათ ვაფრთხილებ,რომ შეწყვიტონ ფულის დარიგება და ადამიანებზე ზემოქმედება.ეს არის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაბუნია,რომელიც სასოწარკვეთილი იიყო პირველ ტურზე,მეორე, ეს არის ქალაქ ქუთაისის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფრსი ჯონი არაბიძე,რომელიც ასევე ჩართული კარუსელებში.ასევე საკრებულოს ყოფილი წევრი ნიკა დვალი, რომელიც მიმაგრებულია ავანგარდის ტერიტორიაზე და ატერორებს ადამიანებს.ჩვენ აუცილებლად შევიტანთ სარჩელს პროკურატურაში.არც ერთი ადამიანის უკანონო ქმედება არ დარჩება პასუხგაუცემელი ,,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მერობის კანდიდატმა ასევე იმ ავტომობილების ნომრები დაასახელა, რომლების კარუსელებში მონაწილეობენ.