ვიცე-მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან ბრიფინგი გამართა და მედიას ინფორმაცია მიაწოდა.იმედა კლდიაშვილის თქმით, არჩევნები დარღვევებით გრძელდება.
,, 48-ე საარჩევნო უბანზე ოცნების კოორდინატორი დარეჯან ჭუმბურიძე ღიად ახდენს აგიტაცია-პროპაგანდას თვითონ საარჩევნო უბანზე და ასე ახდენს ზეწოლას ადამიანებზე.#5 საარჩევნო უბანზე ხელისუფლების წარმომადგენელი ზეწოლას ახდენდა პირდაპირ ჩვენს დამკვირვებელზე, მიდიოდა ბულინგი ამ ადამიანის, თუ რატომ ახდენდა დაკვირვებას საარჩევნო პროცესის და სხვადასხვა დარღვევის გადაღებას.ასევე მე-15 საარჩევნო უბანზე, on.ge -ის ჟურნალისტზე ,,ქართული ოცნების,, წარმომადგენლებმა მოახდინეს ზეწოლა და ძალადობა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტური საქმიანობის წარმოებაში.96-ე უბანზე პირდაპირ რეგისტრაციის მაგიდაზე მოხდა 41 ნომრის შემოხაზვა ამომრჩევლის მიერ.ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, აპირებენ ისეთი გაყალბებები გააკეთონ ოქმებისა, რაზეც შეიძლება ქუთაისელმა ადამიანმაც არ მოაწეროს ხელი, ამიტომ ცდილობენ ჩამოიყვანონ მაქსიმალურად იმერეთის სხვადასხვა ოლქებიდან საარჩევნო კომისიების წევრები.თუმცა ეს ყველაფერი მათ არ გაუვათ,,-განაცხადა იმედა კლდიაშვილმა.