,,მინდა გამოვეხმაურო ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიას. საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი რგოლის სახელით, კიდევ ერთელ ვაფიქსირებ მზაობას, რომ ყველა იმ საკითხზე, რაც იქნება საზოგადოების მხრიდან წამოჭრილი, მზად ვართ ღიაობის და ანგარიშვალდებულების ფარგლებში, მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გავცეთ. საქმიანობის გამჭვირვალობა არის ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი. პანდემიის გავრცელების პირველივე ეტაპიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიწყო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თითოეული წევრი გაზრდილი ინტენსივობით იყო ჩართული მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციაში, იქნებოდა ეს გადაადგილებაში დახმარება, სასურსათო ნობათების დარიგება თუ სხვა, ერთობლივი გადაწყვეტილებით პირველივე ეტაპზე შემცირდა საწვავის ლიმიტები. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სრულად გავაუქმე ჩემთვის გამოყოფილი ლიმიტი სამი თვის განმავლობაში, ამასთან უარი ვთქვი სამსახურეობრივი ავტომობილის მომსახურებაზე და დღემდე ექსპლუატაციის ხარჯები ამ მიმართულებით არ გაწეულა. ამ შემცირებამ საშუალება მოგვცა 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, დაგვეზოგა 40 000 ლარი. გარდა ამისა პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით ხელფასის მესამედი გადაირიცხა კოვიდთან ბრძოლის ფონდში. იგივე ეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, გამოყოფილი 30 000 ლარიდან, საკრებულომ 2020 წელს დახარჯა 3437 ლარი. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და პირადად ჩემი ინიციატივით, საკრებულომ 2021 წლისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯები შეამცირა 70 000 ლარით და ეს თანხა მიმართული იქნა სატრანსპორო კომპანიის სუფსიდირებისთვის. საბიუჯეტო ცვლილებით შემცირდა საკრებულოს წარმომადგენლობითი, სამივლინებო, საოფისე და არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებული ხარჯები. ამასთან 2021 წლის ბიუჯეტში გვაქვს ახალი პროგრამა, რომელიც უშუალოდ მიმართულია კოვიდ პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად, პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს. გარდა საერთო პროგრამისა შემუშავდა მიზნობრივი პროგრამები, ეს ეხება დისტანციური სწავლების პირობებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ინტერნეტით უზრუნველყოფის საკითხს. ამ მიმართულებით დისკუსია გრძელდება და საზოგადოებას ყოველთვის ექნება ამომწურავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზნობრიობით იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები,,-აცხადებს ირაკლი შენგელია, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო განცხადებას ავრცელებს.
,, დღეს, მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მაჟორიტარი დეპუტატები გაბრიელ ღიბრაძე, ზაზა ზივზივაძე და დიმიტრი კიკნაველიძე საკრებულოში წარმოდგენილი იყვნენ ფრაქცია ,,ქართული ოცნება მწვანეების“ სახით და მათივე განცხადების საფუძველზე, დატოვეს პარტია ,,მწვანეები“ და არა ქართული ოცნება. (ისინი რეალურად პარტია ქართულ ოცნებას არ წარმოადგენდნენ, იყვნენ კოალიციაში შემავალი პარტია ,,მწვანეების“ წევრები. ) ასევე, პარასკევს საკრებულოს სხდომაზე, მათივე განცხადების საფუძველზე, ახალი ფრაქციის შექმნის დამტკიცებაც მოხდა, სახელწოდებით ,, ქართული ოცნება_ ბაღდათელები მომავლისათვის“. ამჯერად, აღნიშნული დეპუტატები ფრაქცია ,, ქართული ოცნება-ბაღდათელები მომავლისათვის“ წარმოადგენენ.,,-წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარის მხარდასაჭერად პარტიის წევრები, მოქალაქეები და აქტივისტები გაემგზავრნენ.ისინი თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.ასევე რუსთაველზე დაიდგმება ის კარავი,რომელიც 27 ნოემბრიდან გუშინდელ დღემდემდე ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში იყო განთავსებული.
ნიკა მელიას მხარდასაჭერად აქცია თბილისში, პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ .
პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. ოპოზიცია სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.
დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია თანამოაზრეებთან ერთად ქუთაისის ცენტრალურ ბაღში განთავსებულ კარავთან მედიას შეხვდა.ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა 26 თებერვალს,თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. ასევე ითქვა,რომ ქუთაისში განთავსებული კარავი თბილისში,პარლამენტის წინ გადააქვთ.
გიგა შუშანიას ინფორმაციით დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ხვალ იმერეთიდანაც შეურთდებიან.
კარავი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში 27 ნოემბერს დაიდგა.
ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა, დიდი მსვლელობა 26 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.
„ახლა ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა, მოგიწოდებთ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ, ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის“,-აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ორგანიზატორებმა აქცია საქართველოს ჰიმნით გახსნეს.
ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მათ ხელისუფლებასთან ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ - ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის - „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო,…
შაბათი აპრილი 20
In კულტურაქალთა მარში თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.ქალებმა მსვლელობა ტრანსფარანტებით ხელში მოაწყვეს. იმერელი ქალები ვირჩევთ ევროპას,…
შაბათი აპრილი 20
In საზოგადოებადღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალთა მარში- ,,ქალები ვირჩევთ ევროპას,, გაიმართება. მარში ქუთაისში, 5 საათზე, ვერიკო…
შაბათი აპრილი 20
In საზოგადოებაზესტაფონში, პოლიციელი ქმრის მიერ მოკლული19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა სოციალურ ქსელში შვილის სახელით დაწერილ პოსტს…
პარასკევი აპრილი 19
In საზოგადოება20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში…
პარასკევი აპრილი 19
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზალცლანდის ოლქთან გააფორმა. მემორანდუმს ხელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
ხუთშაბათი აპრილი 18
In პოლიტიკაქუთაისის მერია 100 ათასი ლარით ზრდის ხარჯებს, მათ შორის 70 ათასი ლარით იზრდება ხელფასები- ეს…
შაბათი აპრილი 13
In პოლიტიკაიმერეთში 2012 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახევრება, გაზრდილი მიგრაცია და უმუშევრობა-ამ თემაზე ერთიანი ნაციონალური…
შაბათი აპრილი 06
In პოლიტიკადღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრმა გიგა შუშანიამ ქუთაისში, ფოსტის შენობის წინ ბრიფინგი გამართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი…
პარასკევი აპრილი 05
In პოლიტიკამრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) გმობს „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა დაბრუნებას პარლამენტში. ამ მოქმედებით,…
პარასკევი აპრილი 05
In პოლიტიკა