ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების მიხედვით,,ქუთაისში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს, მხარი ამომრჩეველთა 53%-მა დაუჭირა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ოსებ ხახალეიშვილმა კი 47% -იანი მხარდაჭერა მიიღო.
თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ამომრჩეველთა 49%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციის კანდიდატს ნიკა მელიას - 51%-მა.
რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მერობის კანიდიდატების შედეგები ასეთია:
რუსთავი - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,, დავით კირკიტაძე - 53%;„ქართული ოცნება,, ნინო ლაცაბიძე - 47%;
ზუგდიდი - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,,ანზორ მელია - 53%;„ქართული ოცნება,, მამუკა წოწერია - 47%;
ბათუმი - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,, გიორგი კირთაძე 51%; „ქართული ოცნება,,არჩილ ჩიქოვანი - 49%.
ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი 3%-ია.