საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1568 გახდა. ამ 20 პაციენტიდან 8 არის დადასტურებულ პირთან კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალია, 7 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს მოძიების და კონტაქების დადგენის მიზნით.
გამოჯანმრთელდა მხოლოდ 9 ადამიანი. კოვიდცენტრებში მკურნალობს 262 დადასტურებული შემთხვევა. ამ 262 შემთხვევიდან 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 16 მძიმე პაციენტია. დანარჩენი პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მცირე ნაწილის კი მსუბუქი მიმდინარეობის