ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი გვიან ღამით დაემატა. დედა-შვილი აჭარის კლასტერიდან არის. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.
"კატასტროფის ბრიგადამ ორი პაციენტი, დედა-შვილი აჭარიდან გადმოიყვანა.მათ კორონავირუსი რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდათ. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ",-განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 17 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს.