დღეს საკრებულოს რიგგარეშე მე-16-ე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა სამ საკითხზე იმსჯელეს, მათგან ერთი საარჩევნო პლაკატებისთვის ადგილების გამოყოფას ეხებოდა. დაზუსტდა იმ შენობა-ნაგებობების სია, სადაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების გაკვრა. საარჩევნო- სააგიტაციო მასალის განსათავსება მოხდებას პეციალურად გამოყოფლ მისამართებზე მდებარე სტენდებზე.
,,საარჩევნო კოდექსში აკრძალვებს დაემატა 2 შენობა-ნაგებობა,ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა-ნაგებობები და ასევე სახელმწოფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობა-ნაგებობა.დამატებით ავკრძალეთ საარჩევნო პლაკატების გაკვრა ხე-ნარგავებზე და გარეგანათების ბოძებზე. დადგენილების მესამე მუხლში განსაზღვრული იყო ადგილები, სადაც შესაძლებელია საარჩევნო პლკატების გაკვრა, კერძოდ სპეციალურად გამოყოფილ ბანერებზე არის საუბარი. დროთა განმავლობაში რამოდენიმე დაზიანდა , კერძოდ 2 ცალი და ვერ ხერხდებოდა საარჩევნო პლაკატის გაკვრა.ის ორი ამოღებული იქნა დადგენილებიდან და ჩაემატა ახალი. ასევე საარჩევნო სუბიექტებს ქონდათ შეზღუდვა და ერთ ბანერზე შეეძლოთ მხოლოდ 4 პლაკატის გაკვრა, ეს შეზღუდვა ამოვიღრეთ.შეზღუდვა შეეხება მხოლოდ პლაკატის ზომებს,,-აცხადებს ირაკლი გიორგაძე, ქუთაისის მერიის იურისტი.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.