დღეს კორონავირუსის რეკორდულად მაღალი-45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 23 აჭარას უკავშირდება.3 არის „დონას“ კლასტერი, 19 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, 4 იმპორტირებულია, ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 12 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორია, 3 ინფიცირებულზე კი ეპიდკვლევა მიმდინარეობს , ჯერჯერობით წყარო უცნობია.ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა.
5 შემთხვევა თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 1321 გახდა.