ქუთაისში, “კლინიკა ბომონდის,, სტაციონარში დადასტურებული კოვიდ 19-ით 22 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათგან 11 ბავშვი, ხოლო 11 ზრდასრულია.
ქუთაისში, “კლინიკა ბომონდის,, სტაციონარში დადასტურებული კოვიდ 19-ით 22 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათგან 11 ბავშვი, ხოლო 11 ზრდასრულია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ისაუბრა. ზვიად შალამბერიძის თქმით, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სიტუაციას სრულად აკონტროლებენ და პანდემიის გავრცელების რისკებს მართავენ.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწრაფად და ეფექტურად მუშაობა პანდემიის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად გვაქვს. თუ ეპიდემიის დასაწყისში კოვიდის მართვა ხდებოდა რეგიონის მხოლოდ ორ კლინიკაში, დღეს მათ რიცხვს ქუთაისში არსებული კიდევ სამი ჯანდაცვის დაწესებულება: ო.ჩხობაძის ინვალიდთა და ხანდაზმულთა კლინიკური ცენტრი, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და კლინიკა "ბომონდი“ შეემატა. დღეისთვის, აღნიშნული დაწესებულებები კოვიდის მართვაში აქტიურად ჩაერთენ და საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისთვის მომზადებულია 300-მდე საწოლი. ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებები იმერეთის გარდა მოემსახურებიან სხვა რეგიონებსაც“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. ქ
უთაისში ასევე, მზადყოფნაშია ერთ-ერთი სასტუმრო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით, საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევს პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმებით.
ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, საქმეთა მმართველსა და ბუღალტერს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია სკოლის დირექტორმა ელიზბარ ბარბაქაძემ დაადასტურა.მისი თქმით, ის 32-ე სკოლის კლასტერს მიეკუთნება. ბარბაქაძე იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და სიმპტომური მკურნალობა უტარდება. მისი თქმით, სიმპტომებიდან მხოლოდ ცხელება აღენიშნება. სკოლაში ყველა პედაგოგს ტესტი უკვე გაუკეთდა და ბუღალტერისა და საქმეთა მმართველის გარდა ვირუსი არავის დადასტურებია. ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. სკოლაში დეზინფექცია ჩატრდა და სასწავლო დაწესებულება დაკეტილია.
ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში “კლინიკა ბომონდი” ჩაერთო. დადასტურებული კოვიდ 19-ით კლინიკის სტაციონარში გვიან ღამით 11 პაციენტი მოათავსეს.
იმერეთში კორონა ვირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 15 ქუთაისში, ერთი კი ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ახალი შემთხვევები 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება,მხოლოდ ერთი მათგანის ინფიცირების წყაროა უცნობი.
მონაცემები მედიას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა მიაწოდა. გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს გარდა, ამიერიდან პაციენტებს კლინიკა ,,ბომონდიც,, მიიღებს. ინტენსიური კვლევები იმერეთში გრძელდება, მათ შორის უფასო პისიარ ტესტი კეთდება ცენტრალურ ბაღში დადგმულ კარავშიც. კარავი 17 საათამდე მუშაობს
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა. 90 აუკავშირდება აჭარას, 15 ქუთაისის 32-ე სკოლის შემთხვევაა, 15 -„ენგურჰესის“ , 17 დაავადებულთან კონტაქტი, 4 არის შემოტანილი და 11-ის დაინფიცირებიოს წყარო უცნობია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 2025 პისიარ ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს,ვირუსი კიდევ 6-მა ადამიანმა დაამარცხა . შესაბამისად, მათ რაოდენობა 1369-ს შეადგენს.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში. დაიტბორა გზები, გადაადგილება შეფერხდა, წყალი შევიდა ეზოებსა და სახლებში. ,,ქუთაისი,…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოებადღეს ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება24-25 მაისს, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოებაჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, რომლის მიზანია,…
პარასკევი თებერვალი 20
In ჯანდაცვაფეისბუქ გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ინფორმაციას ავრცელებს. ,,ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება…
ოთხშაბათი იანვარი 28
In ჯანდაცვაჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა.…
პარასკევი ნოემბერი 21
In ჯანდაცვაჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციისთ, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება…
პარასკევი ოქტომბერი 10
In ჯანდაცვასაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2 სექტემბერს, ქუთაისში, 11:00 სთ-დან, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის წინ, კოლონებთან, მასშტაბური სკრინინგ-აქცია …
ოთხშაბათი აგვისტო 27
In ჯანდაცვა