კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისში მამაკაცს, რომელიც სამსახურეობრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა და იქედან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.მისი კონტაქტების მოძიება გრძელდება.
რაც შეეხება კიდევ ერთ პაციენტს,რომელაც ინფექცია დაუდგინდა, ის წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა საჩხერეში. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით , კორონავირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. ის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.