ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ამ დროისთვის კლინიკაში 17 პაციენტი მკურნალობს ,მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უმრავლესობა არის საშუალო სიმძიმის, 3 თვის ჩვილის შემთხვევაში კი ვირუსი მიმდინარეობს მსუბუქად. 4 კოვიდ ინფიცირებულთან ინფექცია მიმდინარეობს პნევმონიით.
ინფექციურის სამედიცინო დრექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში ადგილები აღარ არის.
,,ამ ეტაპზე საავადმყოფოში ადგილები აღარ გვაქვს, თუმცა ველოდებით პაციენტების გამოჯანმრთელებას, თუ განმეორებითმა ტესტმა მათი გამოჯანმრთელება დაადასტურა, ხვალ უკვე შევძლებთ პაციენტების მიღებას.გუშინ და დღეს იყო იყო მომართვა და ვერ შევძელით მიღება ადგილის უქონლობის გამო. შესაბამისად , გადამისამართდნენ სხვა სტაციონარში,, განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ