ქუთაისის ინფექციურ კლინიკას ექვსი კოვიდ დადებითი პაციენტი დაემატა,
კლინიკის ინფორმაციით, ოთხი პაციენტი ბათუმის კლასტერიდანაა, ორი კი გარდაბნის.ამ ექვსი 6 პაციენტიდან 3 არასრულწლოვანია.
"ექვსი პაციენტი დაგვემატა,მათგან ოთხი აჭარიდანაა, ორი კი გარდაბნიდან. ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან, მათგან 3 ბავშვია. ამ ეტაპზე, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გვყავს ერთი გამოჯანმრთელებული",-განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 15 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობას.