საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1773 გახდა.კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს.
44 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 არის „დონასთან“ დაკავშირებული, 12 კი ქალაქ ბათუმთან , 12 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2-ს აქვს ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორია, 5 იმპორტირებულია, 3 სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით.
კრიტიკულად მძიმე არის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი, ხოლო მძიმე - 17-ის მდგომარეოობაა.