საქართველოში დღეს კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1650 შეადგინა.
ამ 29 შემთხვევიდან 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 5 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია , 1 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან , 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე წყაროს მოძიების მიზნით მიმდინარეობს კვლევა.
გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი და ჯამში მათი რიცხვი 1310-ია.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 ადამიანი გარდაიცვალა.