საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1510 შეადგინა. 14 პაციენტის წყარო ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, 8 შემოტანილი შემთხვევაა, ერთის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.კრიტიკულია 3 პაციენტის , ხოლო მძიმეა 21 პაციენტის მდგომარეობა.
.გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი და მათი რიცხვი 1253 შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 6059 მოქალაქე.