დღეს კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 34 ახალი პაციენტიდან 6 არის „დონას“ კლასტერი, 15 პაციენტის წყაროა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, 2 -ს წყარო კი უცნობია და მიმდინარეობს კვლევა .
გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 5-ით გაიზარდა და 1315 გახდა.