ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩოხატაურიდან 3 თვის ჩვილი გადმოიყვანეს. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პნევმონია არ აღენიშნება და უტარდება შესაბამისი კვლევები.
,,ახლახანს კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა ჩვილი დადაატურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზით. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძმიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პნევმონია და სხვა გართულებები. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 10 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას",- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, სამი თვის ჩვილს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. ჩვილის ოჯახი დაინფიცირებული ქალის კონტაქტს წარმოადგენდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.