სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ,,ქუთაისი 2010” -მა საკალათბურთო სუპერლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო!
კოტე ტუღუშის გუნდმა “დელტა” გურჯაანში, ძალიან რთულ შეხვედრაში ბოლო წამებზე – 78:73 (სტატისტიკა)დაამარცხა.
ქუთაისურ კლუბში 25 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია. 18 ქულა და 9 პასი გიორგი ოჩხიკიძემ, ხოლო 13 ქულა და 7 მოხსნა გიორგი სულაბერიძემ მოაგროვა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისი 2 დღის წინ დაბრუნდა სლოვაკეთიდან, სადაც ფიბა ევროპის თასის მატჩზე პირველი მატჩი გამართა და ადგილობრივ ,,პრევიდზასთან” თანაბარ ბრძოლაში, 8 ქულით დამარცხდა.
,,ქუთაისი 2010” სლოვაკეთიდან ფაქტობრივად პირდაპირ გურჯაანში, სუპერლიგის პირველი ტურის მატჩის სათამაშოდ ჩავიდა.