2029 წელს საქართველო ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, ქუთაისი კი ამ საფეხბურთო ზეიმის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი იქნება.
ტურნირისთვის მზადების ფარგლებში მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება და სტადიონის ტრიბუნები სრულად გადაიხურება.ეს პროექტი „შენგელია არენას“ ულტრათანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების არენად აქცევს, რაც გულშემატკივრებისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
