ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში 24 სხვადასხვა სინჯის ( მათ შორის 7 ოქროს ) მედალი მოიპოვეს. ხელისუფლების წამომადგენლებმა მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
წარმატებულ სპორტსმენებს ქუთაისის მერი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შეხვდნენ.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის ფრენბურთელთა გუნდები მალე გაემგზავრებიან ჩინეთში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე. ქალაქის მერმა გუნდების წევრებს სპორტული ფორმები გადასცა.
