ქუთაისელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე მურთაზ ბაღდავაძე ბულგარეთში მიმდინარე 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ქართველმა მოჭიდავემ 110კგ წონითი კატეგორიის ფინალში ბულგარელი სტეფან სტეფანოვი 3-0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა ქულის დაკარგვის გარეშე მოიპოვა.
