ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქუთაისელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბ 1. FC Heidenheim-ში ოფიციალურად 2025 წლის 3 იანვარს გადავიდა.
ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქუთაისელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბ 1. FC Heidenheim-ში ოფიციალურად 2025 წლის 3 იანვარს გადავიდა.
2029 წელს საქართველო ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, ქუთაისი კი ამ საფეხბურთო ზეიმის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი იქნება.
ტურნირისთვის მზადების ფარგლებში მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება და სტადიონის ტრიბუნები სრულად გადაიხურება.ეს პროექტი „შენგელია არენას“ ულტრათანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების არენად აქცევს, რაც გულშემატკივრებისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
ქართული კლასიკო- თბილისის ,,დინამოსა,, და ქუთაისის ,,ტორპედოს,, შეხვედრა დღეს თბილისში გაიმართა.
თამაში ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 0:1.
ერთადერთი გოლი ტორპედოელმა პირესმა,სამოცდამეათე წუთზე გაიტანა,ხოლო ასისტი გიორგი არაბიძემ მიითვალა.
თემურ ქეცბაიამ,როგორც ,,დინამოს ,, მწვრთნელმა,ეროვნულ ლიგაში პირველი შეხვედრა წააგო -(4 მოგება,2 ფრე,ერთი მარცხი).
ამ თამაშით ქუთაისის,,ტორპედომ,, 26 ქულა დააგროვა
24 მაისს, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში , თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება ქართული დერბი - „დინამო“ ( თბილისი) - „ტორპედო“ (ქუთაისი).
„ტორპედოს“ გულშემატკივრების თბილისში გამგზავრებას უზრუნველყოფს ქუთაისის მერია. უფასო ავტობუსი თბილისის მიმართულებით გავა „შენგელია არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, 24 მაისს, 14:00 საათზე.
ქუთაისელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე მურთაზ ბაღდავაძე ბულგარეთში მიმდინარე 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ქართველმა მოჭიდავემ 110კგ წონითი კატეგორიის ფინალში ბულგარელი სტეფან სტეფანოვი 3-0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა ქულის დაკარგვის გარეშე მოიპოვა.
ქუთაისში „აია არენას“ სარაგბო კომპლექსში შემავალ სამ სტადონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროცესი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
სამუშაოები მოიცავს სტადიონების, ტრიბუნების, გასახდელების, განათებისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას. მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჰიბრიდული საფარი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნის გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.
„აია არენას“ კომპლექსში შემავალი სამი სტადიონის პარალელურად, 2026 წლის ივნისში დაგეგმილი 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სათამაშო მოედნების განახლება აქტიურად მიმდინარეობს თბილისში - ავჭალისა და შევარდენის სარაგბო ბაზებზე. პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამისთვის ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით რაგბის ტექნიკური ცენტრების მოწყობის პროგრამასაც ახორციელებს. პროექტები ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას, მათ შორის მაყურებელთა ტრიბუნების, განათების სისტემების, გასახდელების, ტექნიკური და სამედიცინო სივრცეების მოწყობას.
დაგეგმილია 18 ცენტრის პროექტირება და მშენებლობა, საიდანაც სამუშაოები უკვე 12 ლოკაციაზე მიმდინარეობს.
კერძო და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის პირველმა…
სამშაბათი სექტემბერი 15
In განათლებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო…
ორშაბათი სექტემბერი 14
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკაპოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სუმოში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს…
ორშაბათი სექტემბერი 14
In სპორტისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა.განცხადება გეკა გელაძემ სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. ,,მივიღე…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკა