სამწუხაროდ ,მერაბ დვალიშვილმა ტიტულის მორიგი დაცვა ვერ შეძლო .
მან ჩხუბი რუს პიორტ ირანთან,მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო.
ხუთრაუნდიანი ორთაბრძოლა მსაჯებმა 46:49 ; 47:48 ; 46:49 ასე შეაფასეს.
ქართველი მანქანა წელს ქამარს მეოთხედ იცავდა.
სამწუხაროდ ,მერაბ დვალიშვილმა ტიტულის მორიგი დაცვა ვერ შეძლო .
მან ჩხუბი რუს პიორტ ირანთან,მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო.
ხუთრაუნდიანი ორთაბრძოლა მსაჯებმა 46:49 ; 47:48 ; 46:49 ასე შეაფასეს.
ქართველი მანქანა წელს ქამარს მეოთხედ იცავდა.
ტყიბულელმა ილია სულამანიძემ ტოკიოს გრან სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ჯერ კორეელი, შემდეგ კი ორი რუსი სპორტსმენი გამოთიშა ასპარეზობას. მეოთხედფინალში სულამანიძემ ნიაზ ბილალოვი, ხოლო ნახევარფინალში მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა.
ილია სულამანიძე ფინალში იაპონელ დოტა არაის შეხვდა და იპონით მოუგო.
ქუთაისელმა ძიუდოისტმა, ოთარ ჯაფარიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში ჭაბუკებს შორის ძიუდოში ,,ევროპის თასი" გაიმართა . საქართველოს ნაკრების წევრი, ქუთაისელი, ოთარ ჯაფარიძე ვერცხლის პრიზიორია.
მუსი მწვრთნელი ირაკლი კინწურაშვილი.
გიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება .ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ YOUTUBE გადაცემაში “ორშაბათობა” დაადასტურა.
“მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე ვართ და დიდი შანსია, ყველაფერი წარმატებით დასრულდეს.“შესაბამისად, მომდევნო სეზონიდან გიორგი არაბიძე იქნება ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი.” - განაცხადა კერესელიძემ.
არაბიძე ბოლოს სამხრეთ კორეის გუნდ ,,ულსან ჰიუნდაიში,, თამაშობდა.
ქუთაისელი ძიუდოისტი, საბა ინანეიშვილი ზაგრების გრან პრის, ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
ტურნირი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარეობდა. საბამ აზერბაიჯანელი ჯამალ გამზათხანოვი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენის მწვრთნელი დავით თევდორაძეა.
ქუთაისის მერი დავით ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპისთვის, დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, შენობაში შეიცვლება ინტერიერი და ექსტერიერი, განახლდება სახურავი, კარ-ფანჯრები, სველი წერტილები, სათამაშო დარბაზი და აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის სპორტის სასახლე შეძლებს უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.
სამუშაოებისთვის1 347 396 ლარი დაიხარჯება.
დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი ქალაქის მერმა დაათვალიერა.
კერძო და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის პირველმა…
სამშაბათი სექტემბერი 15
In განათლებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო…
ორშაბათი სექტემბერი 14
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკაპოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სუმოში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს…
ორშაბათი სექტემბერი 14
In სპორტისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა.განცხადება გეკა გელაძემ სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. ,,მივიღე…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკა