ქუთაისის სპორტის სასახლეში კალათბურთის ღია პირველობა „ქუთაისის თასი“ გაიმართა .
ქუთაისის სპორტის სასახლეში კალათბურთის ღია პირველობა „ქუთაისის თასი“ გაიმართა .
1–3 ნოემბერს ქუთაისის 29–ე საჯარო სკოლის დარბაზში ჩატრადა ქალაქის პირველობა კრივში კადეტებსა და ახალგაზრდებს შორის. ტურნირზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ქუთაისის ნაკრები გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ქალაქის პირველობაზე გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
,,18 ნოემბერს მივემგზავრებით ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სადაც ჩვენი გუნდი (2007–2008 წწ.) საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ლატვიაში წამსვლელი გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, ტურნირზე 10 სპორტსმენით მივდივართ. დღევანდელ შეჯიბრებაში კი მოკრივეები საქართველოს ჩემპიონატისთვის შეირჩევიან“.-ირაკლი გვენეტაძე, იმერეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი.
ქუთაისის განახალებულ საჩოგბურთო კორტებზე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით, სამოყვარულო ტურნირი "ქუთაისის თასი" გაიმართა.
ტურნირი სამი დღის განმავლობაში, ერთეულებსა და წყვილებს შორის მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ თბილისის, ბათუმის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ფოთისა და ქუთაისის წარმომადგენლები.
ერთეულებში პირველი ადგილის მფლობელი ქუთაისის წარმომადგენელი გიორგი მარგველაშვილი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ასევე ქუთაისელმა ზურა პაქსაძემ დაიკავა. წყვილებში გამარჯვებაც მასპინძელი ქალაქის წარმომადგენლებმა თამაზ არეშიძემ და ზურა პაქსაძემ მოიპოვეს, მეორე ადგილზე კი, ბათუმის წარმომადგენლები ვალერ მელიქიძე და დენის კოვალოვი გავიდნენ.
საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი ჯილდოები, მედლები და სერთიფიკატები გადაეცათ.
მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი გახდა.
ძალოსანმა ოქროს 3 მედალი მოიპოვა!
პოლონეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მარიამ მურღვლიანმა ( 87კგ.) ბრწყინვალედ იასპარეზა.
ძალოსანმა ატაცში 97 / 100 / 103 დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
მურღვლიანმა აკვრაში დაძლეული 120 / 125 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა, ძალოსანმა იგივე შედეგი გაიმეორა ორჭიდში მოგროვილი 228 კილოგრამითაც.
ქუთაისის ჩოგბურთის კორტებზე საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო ინფრასტრუქტურა მოეწყო.
პირველად ქუთაისში, 4 სათამაშო მოედანზე გაკეთდა ჰარდის ტიპის ეკოლოგიური საფარი, კაპიტალურად შეკეთდა ადმინისტრაციული შენობა, შეიცვალა განათების სისტემა. სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციაზე 2 255 711 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის ჩოგბურთის კორტების კომპლექსი საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად მზად არის.
ქუთაისელი ძალოსანი გურამ გიორბელიძე ევროპის (U23) ვიცე-ჩემპიონი გახდა.
გიორბელიძემ პოლონეთში მიმდინარე ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატზე, ატაცში ბრინჯაოს, ხოლო აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა!
ძალოსანმა კონტინენტის პირველობაზე, ატაცში 125 / 129 / 132 კგ. დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა.
გიორბელიძემ აკვრაში 156 / 162 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა, იგივე შედეგს მიაღწია ორჭიდის ჯამშიც - 294 კგ.
მივმართავთ სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და მოვუწოდებთ, ხელი არ შეუშალონ სპეციალისტებსა და ტექნიკურ ჯგუფს-აღნიშნულ განცხადებას,,ჭიათურ მენეჯმენტ…
სამშაბათი აპრილი 29
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ჭიათურაში დაკავებულებს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ედებათ. 4 ადამიანი - 1991…
სამშაბათი აპრილი 29
In საზოგადოებაჭიათურაში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს.დაკავება წუხელ მოხდა.როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამართალდამცველებმა ჭიათურაში გაშლილი კარვიდან აიყვანეს აქციის…
სამშაბათი აპრილი 29
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა,…
სამშაბათი აპრილი 29
In საზოგადოებაორმაისობა, ანუ ქუთაისქალაქობა ტრადიციული ღონისძიებებით აღინიშნება.დღესასწაული 2 მაისს,09 საათზე,მეუფე იოანეს მიერ ქუთაისის დალოცვით დაიწყება.მოხდება სამი…
ორშაბათი აპრილი 28
In საზოგადოება