უკვე მესამედ, ქუთაისელი პარამკლავჭიდელი, ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია.
მისი მწვრთნელი ირაკლი გამთენაძეა.
ევროპის ჩემპიონატი რუმინეთში, ქალაქ კლუჟ-ნაპოკა-ში მიმდინარეობს.
ვახტან ახობაძე არის მსოფლიოს ჩემპიონიც.2024 წელს, მოლდოვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ვახტანგ ახობაძემ 60 კგ წონით კატეგორიაში (მარჯვენა მკლავი) ოქროს მედალი მოიპოვა. ეს მისი მეორე მსოფლიო ჩემპიონობაა; პირველი გამარჯვება 2015 წელს მალაიზიაში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვა .
ის 2024 წელს ქუთაისის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა .