ქუთაისის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი 26-31 ოქტომბერს მცხეთაში ჩატარდა და მასში 7-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
,,ქუთაისმა” ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო-თბილისი-ქუთაისი 1:3;ბათუმი-ქუთაისი 0:3;მარტვილი-ქუთასი 0:3.
ნახევარფინალში ჩვენმა ფრენბურთელებმა გურჯაანი დაამარცხეს 3:0.
ფინალში ,,ქუთაისმა” დაძაბულ მატჩში 3:2 მოუგო ,,თბილისს” და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. (მწვრთნელები: გრიგოლ ჭოლაძე, პაატა გორდაძე, თამაზ ჟორჟოლიანი)
საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად ,,ქუთაისის”ფრენბურთელი ნიკოლოზ გოჩელაშვილი დასახელდა. საუკეთესო გარე თავდამსხმელად კი დავით ჩიტაიშვილი.
საუკეთესო ლიბერო, ასევე ქუთაისური გუნდის წევრი გიორგი ხვადაგიანი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის შემდეგ ქუთაისური გუნდიდან ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიეს: დავით ჩიტაიშვილი, ცოტნე კორძაძე, ნიკოლოზ გოჩელაშვილი, გელა ჟორჟოლიანი და გიორგი ხვადაგიანი.