წყალტუბოს არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „სტუდია 9“ მუშაობს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი გათვალისწინებული იქნება როგორც საფეხბურთო, ისე სარაგბო თამაშებისთვის.
არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ, წყალტუბოს ახალ სტადიონზე დაგეგმილია გასახდელების, საშხაპეების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახების, დოპინგ-კონტროლის სივრცის, საკონფერენციო დარბაზისა და მედიაცენტრის მოწყობა.
ასევე, პროექტის მიხედვით, მოეწყობა უსაფრთხოების, განათების, გახმოვანებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო თანამედროვე სისტემები.
