გერმანიაში, ქალაქ ბერლინში ახალგაზრდებს შორის ძიუდოში ევროპის თასი გაიმართა.
ქუთაისელმა ცოტნე იჩქიტიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.მისი მწვრთნელია გურამი ჯოჯუა.
ჯამში ევროპის თასზე ქართველმა ახალგაზრდებმა 6 მედლი მოიპოვეს-ორი ოქრო,ორი ვერცხლი,ორი ბრინჯაო.ამ შედეგით საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟებს შორის საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.
