ქუთაისის „ტორპედო“ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფინალშია.
ფინალი 1 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს ქუთაისის “ტორპედო "და თბილისის “იბერია 1999” დაუპირისპირდება.
„ტორპედოს“ გულშემატკივრების ტრანსპორტირებას მატჩზე დასასწრებად ქუთაისის მერია უზრუნველყოფს.
უფასო ავტობუსები თბილისის მიმართულებით გლ „შენგელია არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, 1 ივლისს, 15 :00 საათიდან გავა.
