ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს აღარ დაიწყება. ახალი სასწავლო წელი 1 ოქტომბერამდე გადაიდო. მიზეზი სკოლის საქმეთა მმართველოს კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
,,სკოლის ყველა თანამშრომელმა გაიკეთა ტესტირება, ველოდებით პასუხებს.რეკომენდაცია გვაქვს ,რომ თვითიზოლაციაში იყვნენ მასწავლებლები.სკოლაში ვართ მხოლოდ მე და დირექტორი,ვინაიდან დოკუმენტაცია გვაქვს მოსაწესრიგებელი.20 სექტემბერს მოხდება ხელახალი ტესტირება და ყველაფერი თუ იქნა კარგად, პირველ ოქტომბერს დავიწყებთ სწავლას.,, -აცხადებს ნათია ხაზარაძე, 32-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე