იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ ინფიცირებული 11 პაციენტი შეიყვანეს.მათი ძირითადი ნაწილი აჭარიდანაა, მხოლოდ 2 -ია ქუთაისიდან.კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა,დარჩენების კი სტაბილურად ფასდება.
ინფექციურ საავადმყოფოში სულ 61 პაციენტი მკურნალობს.ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კლინიკის რესურსის გათვალისწინებით ისინი პაციენტთა მიღებას დროებით ვერ შეძლებენ.მისივე ინფორმაციით ,3 პაციენტს ანალიზი უკვე გაუკეთდა და შესაძლოა საავადმყოფო უახლოეს დღეებში დატოვონ.
კლინიკა ბომონდში“ დადასტურებული კოვიდ 19-ით ამ დროისათვის 52 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკას 16 პაციენტი დაემატა,რომლებიც აჭარიდან გადმოიყვანეს. კლინიკის სტაციონარში მოთავსებულ პაციენტებს შორის 12 ბავშვი და ორი ორსულია. რამდენიმე მათგანს აღენიშნება პნევმონია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი 78 წლის ქალბატონი, რომელსაც თანხმლები დაავადებები აქვს. კლინიკაში ასევე იმყოფება 5 საეჭვო პაციენტი, რომლებიც ინფიცირებულების კონტაქტებს წარმოადგენენ. აღნიშნულ პირებს უკვე ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა და შედეგებს ელოდებიან.
„გასული ღამის განმავლობაში კლინიკას ასევე მომართა მშობიარემ, რომელსაც სამშობიარო ტკივილები უკვე დაწყებული ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ 40 კვირის ორსული, 23 წლის გოგონა კოვიდდადებითი პაციენტის კონტაქტს წარმოადგენდა, კლინიკებმა უარი უთხრეს მიღებასა და მშობიარობაზე. უნდა ითქვას ისიც, რომ მშობიარეს ერთხელ უკვე ჰქონდა ჩატარებული პისიარ კვლევა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა ინფიცირებულთან ახლო კონტაქტის გამო, საკონტროლო კვლევა ჩაუტარდა, რომლის პასუხიც გოგონას მშობიარობის დროისთვის არ იყო ცნობილი. გოგონამ ჩვენს კლინიკაში იმშობიარა ფიზიოლოგიური გზით. დაიბადა ჯანმრთელი ნაყოფი. დედა და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. დღეს დილით ცნობილი გახდა კვლევის პასუხი და დედას კორონავირუსი არ დადასტურდა,“- ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 179 შემთხვევიდან 16 ქუთაისში დაფიქსირდა.
,,იმერეთში ჯამში 1226 ნიმუში იქნა გამოკვლეული, საიდანაც 16 დადებითი შემთხვევა დადასტურდა. ეს ძირითადად ყველა უკავშირდება 32-ე სკოლის კლასტერს, რა თქმა უნდა კვლევა და კონტაქტების დადგენა კვლავაც მიმდინარეობს, ჩვენ თამამად შეგვიძია ვთქვათ ,რომ იმერეთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამ დროისთვის საავადმყოფოში 51 კოვიდდადებითი მკურნალობს,პაციენტთა უმეტესობა არის აჭარიდან და გურიიდან.მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 7პაციენტს აქვს პნევმონია.
დღეს საქართველოში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 144 შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სავარაუდოდ,რვავე 32- ე სკოლის კლასტერს უკავშირდება,თუმცა მიმდინარეობს მათი დაინფიცირების წყაროს დეტალური კვლევა. ახალი შემთხვევები არ უკავშირდება ქალაქის ცენტრში განთავსებულ საველე კარავში დატესტილ კონტაქტებს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით,ქალაქში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, დინამიკა კლებადი და კარავში ეპიდემიოლოგების მუშაობის აუცილებლობა აღარ დგას, შესაბამისად იგემება კარვის აღება. იმერეთის მასშტაბით დადასტურებული კოვიდით სულ 187 პაციენტი მკურნალობს, მათგან 85 პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
,,ბოლო 24 საათში 1400-მე ანალიზიდან დადებითია 8. რეალურად კარავში სადღაც 70 ნიმუში ავიღეთ გუშინ,თუმცა ამ 8 შემთხვევიდან კონკრეტულად არ ვიცით რომელიმე თუ იყო დადასტურებული კარავში,ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება. გადავწყვიტეთ რომ დღეიდან კარავი აღარ იმუშავებს, ვინაიდან ის რისკ ჯგუფები, პედაგოგები, რომლებსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაშ აჭარში ქონდა მოგზაურობის ისტორია მთლიანად გამოვიკვლიეთ. ,, -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, რის გამოც შეიქმნა გარკვეული პრობლემები. გზის…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოება3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოება2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. ახალი წლიდან ძალაშია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოებადღეიდან, 2026 წლის 1 იანვრიდან, ამოქმედდა „შინაური ცხოველების შესახებ“ კანონის ერთი ნაწილი.ამ ახალი წესებით, ცხოველების…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოებადიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ40-კმ141 (ქორენიში-შოვი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოებაჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა.…
პარასკევი ნოემბერი 21
In ჯანდაცვაჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციისთ, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება…
პარასკევი ოქტომბერი 10
In ჯანდაცვასაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2 სექტემბერს, ქუთაისში, 11:00 სთ-დან, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის წინ, კოლონებთან, მასშტაბური სკრინინგ-აქცია …
ოთხშაბათი აგვისტო 27
In ჯანდაცვა12 ივნისს, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ქუთაისის ცენტრალური სკვერის მიმდებარედ, ჰიპერტენზიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება გაიმართება.…
ოთხშაბათი ივნისი 11
In ჯანდაცვა4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. იმუნიზაცია Abbott Biologicals…
ორშაბათი ნოემბერი 04
In ჯანდაცვა