იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გადაწყვეტილებით ქუთაისის ცენტრში საველე კარავი დაიდგმება.
"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება, ვისაც შეიძლება კონტაქტი ჰქონდეს რისკის ჯგუფთან"-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ
რწმუნებულმა რეგიონში სამსახურების ხელმძღვანელებთან და უწყების წარმომადგენელბთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელეს.როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რეგიონული საბჭოს სხდომაზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რიგი გადაწყვეტილებები მიიღეს.მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ის მიმართულებები განისაზღვრა, რომლითაც სხვადასხვა უწყებები და სტრუქტურები იმუშავებენ.