დღეს კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა -57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა.
57 ახალი შემთხვევიდან 5 პაციენტის წყარო არის საკონდიტრო „დონა“, 14 პაციენტის ინფიცირება დაკავშირებულია ბათუმთან, 18 პირი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 პაციენტის ინფიცირება უკავშირდება აჭარაში მოგზაურობის ისტორიას, 3 შემთხვევა არის შემოტანილი, საიდანაც 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო 8 პაცინეტის წყარო ჯერჯერობით უცნობია.
57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 პაციენტი მკურნალობს.
გამოჯანმრთელებულების ციფრი 9-ით გაიზარდა გახდა 1334.