„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა.
მან სტუდენტთა იმ რაოდენობაზე ისაუბრა, რომელიც ქუთაისის ახლადაშენებულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მისივე თქმით, ვერ მოხერხდა 1000 სტუდენტის მიღებაც კი, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ 60 000 სტუდენტს აანონსებდა.
გიგა შუშანიას თქმით, ნაციონალური მოძრაობა იზრუნებს იმაზე რომ არჩევნებამდე დარეგისტრირდეს კანონი ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსი მინიჭების შესახებ, სადაც იქნება განსაზღვრული ქალაქის, როგორც პოლიტიკური ფუნქცია, ასევე, ბიუჯეტის ფორმირების წესი.
,,ევროპულის აქართველოს,, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა ბრიფინგი გამართეს. მათ ქუთაისის მერია კორუფციაში დაადანაშაულეს. საქმე ეხება სოციალურ საცხოვრისს,ოთარ კახიძის თქმით, მერიამ 2,5 მილიონიანი ტენდერი მოაგებინა კონკრეტულ პირს და შემდეგ კონკურსის გარეშე 1,8 მილიონი ლარი დაუმატა., რაც ოთო კახიძის შეფასებით, კორუფციის ნიშნებს შეიცავს. შპს ,,სანო,, სოციალური საცხოვრისის ტენდერის გამოცხადებამდე 8 დღით ადრე დაფუძნდა, თუმცა ტენდერში გამარჯვება მაინც მოახერხა. ოთარ კახიძის ინფორმაციით, ფაქტი სახელმწიფო აუდიტმა შეისწავლა და ერთი წლის წინ პროკურატურას გადაუგზავნა, თუმცა გამოძიება ამ დრომდე დაწყებული არ არის.
,,მივმართავ გენერალურ და სამხარეო პროკურატურას, რატომ არ არის ამ დრომდე არც ერთი პირი გამოვლენილი და დასჯილი 2 მილიონი ლარის მითვისებითვის. რატომ არ არის დაბრუნებული ქუთაისის ბიუჯეტიდან მოპარული თანხა ქალაქისთვის და რატომ აფარებენ ხელს კორუფციაში გარეულ მაღალჩინოსნებს,,-აცხადებს ოთარ კახიძე