პარტიამ "თავისუფალი საქართველო,, იმერეთში მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარაგდინა.დღესვე პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ქუთაისის მერობის კანდიდატად გაგა გოგრიჭიანი დაასახელა.
საარჩევნო შეხვდრა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გაიმართა.
,,თავისუფალი საქართველოს,, სახელით ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს ოლქში პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია იბრძოლებს, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმი ელგუჯა ხიშტოვანი დასახელდა, ხოლო ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ამომრჩეველთა ნდობის მოპოვებას მურმან ნებიერიძე შეეცდება.
დღესვე ,,თავისუფალი საქსრთველო,, ლიდერმა კახა კუკავამ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.