პარტია ,,ევროპული საქართველოს,, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტში,ოთარ კახიძემ 27 წლის წინ,აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.კანდიდატი მემორიალზე ,,ევროპული საქართველოს,, ქუთაისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა.
,,ჩვენ პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირი მეომრების ხსოვნას.დღეს არის სოხუმის დაცემის დღე.ეს ტრაგიკული დღეა,მაგრამ არც ერთმა ქართველმა არ უნდა დაკარგოს იმედი,რომ ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს,რომ ჩვენ აღვადგენთ საქართველოს ტეტიტორიულ მთლიანობას.მინდა ვუთხრა ყველა დევნილს,რომ 30 წლის წინ საოკუპაციო ჯარები რუსეთს ყავდა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში,გერმანიაშიც კი,მაგრამ ეს ოკუპაცია დასრულდა.ასევე დასრულდება მათი ოკუპაცია აფხაზეთში და ცხინვალში და საქართველო გამთლიანდება,,- განაცხადა ოთარ კახიძემ