ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კიკვაძემ საარჩევნო პროგრამა წარადგინა. პროგრამა სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება, ესაა ახალგაზრდების ხელშეწყობა, რაც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის სოციალური შეღავათით სარგებლობას გულისხმობს. ასევე, მეორე- საბიუჯეტო პოლიტიკის ცვლილება, რაც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს და მესამე -შემუშავდება დასაქმების სტრატეგია.
ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია დღეიდან დაიწყო.