საქართველოს ფეხბურთის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს დღეს ქუთაისში ჩაატარებს.შეხვედრას რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
საქართველოს ახალგაზრდული გუნდი 27 მარტს ქუთაისში ლატვიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ,1:1 დასრულდა.
დღეს კი, 31 მარტს 21 წლამდელთა ნაკრები მალტას უმასპინძლებს. თამაში 19:00 საათზე დაიწყება.
